ინგული
ინგული (უკრ. Великий Інгул) — მდინარე სამხრეთ უკრაინაში. სამხრეთი ბუგის მარცხენა და ყველაზე დიდი შენაკადი. მიედინება კიროვოჰრადისა და მიკოლაივის ოლქებში. სიგრძე — 354 კმ, აუზის ფართობი — 9890 კმ². მცირე გემები დაცურავენ 55 კმ. ყელიდან სოფელ პერესადოვკამდე.
ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სიტყვა ინგული (Інгул), რუსული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონის (მაკს ფასმერი) მიხედვით, შესაძლებელია თურქული წარმომავლობისა იყოს, უკავშირენენ თურქულ äŋgül „წყნარი, ледачий“.[1]
ჰიდროგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგული სათავეს იღებს პატარა ტყის ტბიდან სოფელ ბროვკოვეში ნოვომირგოროდსკის რაიონი კიროვოჰრადის ჩრდილოეთით. მიედინება სამხრეთისაკენ და იყოფა 2 ტოტად. მიკოლაივთან უერთდება მდ. სამხრეთ ბუგს. სათავეებისკენ მდინარეს გაცილებით ნაკლები კალაპოტი აქვს, ის ნაკლებად დაკლაკნილია.
შუა წელში კალაპოტი ფართოვდება 30 მ, ქვედა წელში — 80 მ-მდე და მაქსიმალური სიღრმე უმეტესწილად 0,7-1,2 მ, დინების სიჩქარე — 0,5 მ /წ (1,8 კმ / სთ). ინგულის შენაკადებია: სუგოკლია, აჯამკა, კამიანკა, გრომოკლია, ბერეზივკა და სხვა.
მდინარე იკვებება უმეტესწილად თოვლით და წვიმით. იყინება დაახლოებით დეკემბრის პირველ ნახევარში, ყინული არამდგრადია; დნობას იწყებს თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში.
გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ინგულის წყალი გამოიყენება წყალმომარაგებისათვის და მორწყვისათვის — მდინარის აუზში მოწყობილია სარწყავი სისტემები 33 ათ. ჰა. ასევე ზედა წელში მოწყობილია ხელოვნური ტბები სადაც თევზებს ამრავლებენ.
სხვადასხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზემო ინგულზე, სტეპებს შორის სოფელ პელეგიივკაში (ნოვობუჰის რაიონი), სოფიევკის წყალსაცავის მშვენიერ ნაპირზე მდებარეობს „პერლინა სტეპუ“ — ლამაზი წმინდა მიხაილის სახელობის ქალთა მონასტერი, ცნობილი როგორც Пелагіїва церква. მიკოლაევის ოლქში 2002 წელს შეიქმნა რეგიონალური ლანდშაპტური პარკი Приінгульський, რომლის ფართობია 3,15 ათ.ჰა.

ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 132.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Експедиція річкою Інгул
- Інгул, що причаївся
- Река Ингул (Великий Ингул) (рос.) დაარქივებული 2016-04-11 საიტზე Wayback Machine.