ინგლისური სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასახლე კ. შულცის XIX საუკუნის ლითოგრაფიაზე

ინგლისური სასახლე (რუს. Английский дворец) ახალი პეტერგოფის სასახლე (რუს. Новый Петергофский дворец) — სასახლე პეტერგოფის სამხრეთით, მდებარეობს ინგლისურ პარკში. აგებულია იმპერატორ ეკატერინე II-ის დაკვეთით არქიტექტორ ჯაკომი კვარნეგის პროექტის მიხედვით 1781-1789 წლებში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში განადგურდა გერმანიის ფეხოსანთა 291-ე დივიზიის საარტილერო დარტყმის შედეგად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი სასახლე პეტერგოფში, რომელსაც მოგვიანებით ინგლისური სასახლე უწოდეს, ჯაკომო კვარნეგის პირველი ნამუშევარია რუსეთში. ისევე როგორც მისი ყველა შემდეგი ნაგებობა, ინგლისური სასახლეც სამსართულიანი შენობაა, მრავალკოლონიანი ფრონტონით.

მემორიალური ქვა სასახლის ადგილზე (2011)

მთავარი შესასვლელი მდებარეობდა მეორე სართულზე, რომელსაც აუყვებოდა ფართო გრანიტის კიბე. კიბე სრულდებოდა რვაკოლონიანი კორინთული ორდენის პორტიკით და სამკუთხა ფრონტონით. დასავლეთ ფასადს ჰქონდა ლოჯი ექვსი კოლონით. ცოკოლის სართული მოპირკეთებული იყო გრანიტით. ინგლისური სასახლის მშენებლობა გაგრძელდა 15 წელი და დარულდა 1796 წელს.

სასახლის დამკვეთი ეკატერინე II ფიქრობდა აქ გაეტარებინა სასახლის კარისაგან განსხვავებული ცხოვრების წლები. პავლე I-ის დროს სასახლემ სხვა სასახლეების ბედი განცადა:გადააკეთეს ყაზარმებად. მოგვიანებით ალექსანდრე I-ის მეფობის პერიოდში (1802-1825 წწ.), კვარნეგის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ, სასახლე მთლიანად გარემონტდა; ამავე წელს დასრულდა ინტერიერის გაფორმება კლასიციზმის სტილში.

თებერვლის რევოლუციამდე ინგლისურ სასახლეში იკრიბებოდნენ უცხოელი დიპლომატები და სხვა სტუმრები. აქ იმართებოდა საზოგადოებრივი ღონისძიებები, გამოფენდნენ ნახატებს.

რევოლუციის შემდეგ მოქმედებდა როგორც სანატორიუმი. დიდი სამამულო ომის დროს, 1942 წელს სასახლე დაინგრა. ომის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღარ აღედგინათ სასახლე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]