ინგა გიორგობიანი
იერსახე
ინგა დურმიშხანის ასული გიორგობიანი (დ. 21 ნოემბერი, 1968, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (აკრობატიკა, ქალთა სამეული); საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1990).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1991 წელს. მსოფლიოსა და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1988); მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი (1990). სსრკ ექვსგზის (1985–1990) ჩემპიონი (სამგზის აბსოლუტური), სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1988, 1990). გამოდიოდა სამეულში ნ. ანისიმოვასთან და ს. მაკარიჩევასთან ერთად, შემდეგ — ნ. ანისიმოვასთან და ი. ოვოიანთან ერთად. 2004 წელს აირჩიეს საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად.
ძირითადი შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 34.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინგა გიორგობიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ინგა გიორგობიანი დაარქივებული 2021-12-05 საიტზე Wayback Machine. — ქართული სპორტი

