იმპერატრიცა ციენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმპერატრიცა დოვანგერი ციენი
孝莊睿皇后

მინგის დინასტიის იმპერატრიცა მეუღლე
ჩინეთი იმპერატრიცა დოვანგერი
მმართ. წლები: 1426 – 1468 წლები
მმართ. დასაწყისი: 1442 წლის 8 ივნისი
მმართ. დასასრული: 1468 წელი
სამსახურიდან
გადადგომა
]

იმპერატრიცა დოვანგერი ციენი (ჩინ.: 錢皇后;ჩინ.: 钱皇后; ფინინი: Qián huánghòu; 1426 – 1468 წლები) — მინგის დინასტიის დროს, ჩინეთის იმპერატორის მეუღლე, ქორწინებაში იმყოფებოდა იმპერატორ ჭენტუნგთან. სიკვდილის შემდეგ მიიღო ტიტული იმპერატრიცა სიაოჭუანგჟუეი (ჩინ.: 孝庄睿皇后; ჩინ.: 孝莊睿皇后; ფინინი: Xiàozhuāngruì huánghòu).

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატრიცა ციენის დაბადების სახელის შესახებ, გარდა იმისა, რომ ციენის კლანის (ჩინ.: ) წევრი იყო. 1442 წლის 8 ივნისს დაქორწინდა იმპერატორ ჭეტუნგზე და გახდა მისი მთავარი მეუღლე და იმპერატრიცა.[1]

იმპერატრიცა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1449 წელს იმპერატორი ჭეტუნგი ტუმუს ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა და განთავისუფლების სანაცვლოდ, მონღოლებმა გამოსასყიდი მოითხოვეს, დედა დედოფალმა და იმპერატრიცა ციენმა დაუყოვნებლივ გაუგზავნეს დამპყრობლებს გამოსასყიდი, თუმცა მათ დაპირებები არ შეასრულეს და იმპერატორი ჭეტუნგი ტყვეობაში უვადოდ დარჩა.[2] სასამართლო იძულებული გახდა მისთვის გადამდგარი იმპერატორის სტატუსი მიენიჭებინათ. ტახტზე ავიდა ჭეტუნგის ნახევარძმა ჭუ ციიუ.[3] იმპერატრიცა ციენი სასამართლო დაწესებულებიდან ცალკე სასახლეში გადაიყვანეს, რათა ახალ იმპერატრიცა ვანგმა, იმპერატრიცა მეუღლის ტიტული მიეღო.[4]

ტყვეობიდან დაბრუნებული იმპერატორი ჭეტუნგი, 1450 წლის 19 სექტემბერს პეკინში ჩავიდა და იმპერატრიცა ციენთან ერთად იმპერიულ ქალაქში შინაპატიმრობაში ჩავარდა.[5][6] როდესაც მისი მეუღლის ერთადერთი ვაჟი, მომავალი იმპერატორი ჩენგხუა, 1452 წელს გადააყენეს მემკვიდრის ტიტულიდან და დედოფალ ციენთან ერთად გადაასახლეს.[7] 1457 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად იმპერატორმა ჭეტუნგმა დაიბრუნა საიმპერატორო კარი, იმპერატრიცა ციენი დაბრუნდა სასახლეში და დაიკავა კუთვნილი თანამდებობა.[8]

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატრიცა ციენმა ტახტის მემკვიდრის გაჩენა ვერ შეძლო, ამიტომ იმპერატორი ჭეტუნგის გარდაცვალების შემდეგ, 1464 წელს ტახტი იმპერატორმა ჩენგხუამ დაიკავა.[9] მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იმპერატრიცა ციენს ტიტულის შესანარჩუნებლად ახალ იმპერატრიცა სიაო სიუსთან ბრძოლა მოუწია.[10] ახალმა იმპერატორმა ვერ მოახერხა კონფლიქტის მოგვარება და იძულებული გახდა ორივე მხარის დასაკმაყოფილებლად, ორივეს მიანიჭა დედოფლის ტიტული, თუმცა ციენის ოფიციალური ტიტული აღიარებდა მის უფრო მაღალ წოდებას და სასამართლო პროცესში ჩარევის უპირატესობას.[9]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იმპერატორ სიუენტეს (1425–1435 წლები) მეფობის დროს:
    • ლედი ციენი (ჩინ.: 錢氏; 1426 წლიდან)
  • იმპერატორ ჭენგტუნგის (1435–1449 წლები) მეფობის დროს:
    • იმპერატრიცა (ჩინ.: 皇后; 1442 წლიდან)
  • იმპერატორ ძინგტაის (1449–1457 წლები) მეფობის დროს:
    • იმპერატრიცა ემერიტა (ჩინ.: 太上皇后; 1449 წლიდან)
  • იმპერატორ ტიენშუნის (1457–1464 წლები) მეფობის დროს:
    • იმპერატრიცა (ჩინ.: 皇后; 1457 წლიდან)
  • იმპერატორ ჩენგხუას (1464–1487 წლები) მეფობის დროს.
    • იმპერატრიცა Dowager Ciyi (ჩინ.: 慈懿皇太后; 1464 წლის 28 თებერვლიდან)
    • იმპერატრიცა Xiàozhuāng Xiànmù Hónghuì Xiǎnrén Gōngtiān Qīnshèng Ruì (ჩინ.: 孝莊獻穆弘惠顯仁恭天欽聖睿皇后; 146-დან).

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატრიცა დოვაგერ ციენი გარდაიცვალა 1468 წლის 26 ივნისს, [11] და დაკრძალეს იუ ლინგში მინგის საფლავის კომპლექსში პეკინთან ახლოს 1468 წლის 4 სექტემბერს. [11] ტიენშუნის იმპერატორმა კონკრეტულად თქვა, რომ იგი მხოლოდ მის გვერდით უნდა დაკრძალულიყო, „ათასწლიანი ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ“.[12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Twitchett (1988), p. 307.
  2. Twitchett (1988), p. 325.
  3. Twitchett (1988), p. 326.
  4. Twitchett (1988), p. 329.
  5. Twitchett (1988), p. 330.
  6. Mote (1988), p. 344.
  7. Mote (1988), p. 345.
  8. Twitchett (1988), p. 339.
  9. 9.0 9.1 Mote (1988), p. 346.
  10. Carington & Fang (1976).
  11. 11.0 11.1 Li Shi. History of Ming Dynasty (Part I): 二十四史 明史. DeepLogic, გვ. 212. 
  12. Tingyu (1739). 英宗大漸,遺命曰:“錢皇后千秋萬歲後,與朕同葬。”