იმედი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმედი (მრავალმნიშვნელოვანი).

„იმედი“ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალურ-დემოკრატიული მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1908 წელს გაზეთ „ეკლის“ ნაცვლად. გამოვიდა სულ 14 ნომერი. გაზეთში სხვა მასალებთან ერთად დაბეჭდილია ლევ ტოლსტოის ზოგიერთი მოთხრობა და სტატიები. დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. რედაქტორი-გამომცემელი — ი. გაჩეჩილაძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]