მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Elettaria cardamomum
ილი (Elettaria cardamomum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჯანჯაფილისებრთა ოჯახისა. აქვს მხოხავი ფესურა და ღია მწვა ყვავილები. ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია. თესლს ხმარობენ კულინარიაში, შეიცავს 3,5-7% ზეთს, რომელსაც იყენებენ კვების და თამბაქოს მრეწველობაში, აგრეთვე მედიცინაში.
იზრდება სამხრეთ ინდოეთის და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ტენიან მთის ტყეებში; კულტივირებულია ინდოეთში, შრი-ლანკაზე (ცეილონზე), ინდოეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ ჩინეთში. უფრო ფასობს მალაბარისა და მაისურის ილი.