ილია ტაბაღუა
ილია ტაბაღუა (დ. 12 აპრილი, 1919, კახათი — გ. 29 ოქტომბერი, 2004) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1980), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1980).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1941-1945 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1947 წელს კი – მოსკოვის დიპლომატიური აკადემია. 1962 წლიდან მუშაობდა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში. 1967 წელს დაიცვა სადისერტაციო თემა „საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობა XVIII საუკუნის დასაწყისში“. 1969 წლიდან იყო ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ევროპის ქვეყნების ისტორიის განყოფილების გამგე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 634.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კატეგორია:
- დაბადებული 12 აპრილი
- დაბადებული 1919
- გარდაცვლილი 2004
- გარდაცვლილი 29 ოქტომბერი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- ქართველი ისტორიკოსები
- ქართველები მეორე მსოფლიო ომში
- დიდი სამამულო ომის მონაწილეები
- საბურთალოს პანთეონში დაკრძალულები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები
- ქართველი პროფესორები
- ტაბაღუები