შინაარსზე გადასვლა

ილია გრუზინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ილია გრიგოლის ძე გრუზინსკი (დ. 20 აპრილი, 1867 — გ. 1947) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1919), გრუზინსკების საგვარეულოს წარმომადგენელი, ილია ბატონიშვილის შთამომავალი.

დაამთავრა ვორონეჟის კადეტთა კორპუსი (1886), ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი (1888), გენშტაბის აკადემია (1895). მსახურობდა გვარდიაში, პლასტუნთა ბატალიონში, კავკასიის მსროლელთა პოლკში, კაზაკთა ჯარების მთავარ სამმართველოში არტილერიის უფროსად. 1905 წელს თადარიგში გავიდა პოდპოლკოვნიკის წოდებით. რუსეთის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ თეთრ არმიას შეუერთდა და აღმოსავლეთის ფრონტზე ერთ-ერთი დივიზიის არტილერიას მეთაურობდა. 1920 წელს ტყვედ ჩავარდა და წითელ არმიაში განაგრძო სამსახური. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა კურსებზე. 1921 წლიდან იყო უმაღლესი სამხედრო სკოლის მასწავლებელი.

  • გოგიტიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 166.
  • Волков С., Офицеры российской гвардии, М., 2002.