ილია ბარათაშვილი
ილია ბარათაშვილი (დ. 27 ივლისი, 1933, სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 11 აგვისტო, 2010, თბილისი) — ქართველი მეტალურგი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1987). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1993).
დაიბადა თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა „ავტომატმრეწვში“ ინჟინრად 1956–1957 წლებში. 1957–1980 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის მეტალურგიული პროცესების ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიას 1980 წლიდან. 1990 წელს იყო მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შავი ლითონების მეტალურგიის კათედრაზე 1985 წლიდან. მისი სამეცნიერო შრომები ეხება მეტალურგიული პროცესების თეორიულ საფუძვლებს. დაამუშავა და დანერგა ელექტროლიტური მანგანუმის დააზოტებისა და რაფინირების ტექნოლოგია.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1984 — გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია
- 1990 — პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
- 1993 — საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნადირაძე ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 352.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 27 ივლისი
- დაბადებული 1933
- თერჯოლის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- გარდაცვლილი 11 აგვისტო
- გარდაცვლილი 2010
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები (1956)
- ქართველი პედაგოგები
- ქართველი მეტალურგები
- ტექნიკურ მეცნირებათა დოქტორები
- ქართველი პროფესორები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ბარათაშვილები