იკორთის ღვთისმშობლის ხატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იკორთის ღვთისმშობლის ხატებიიკორთის ტაძრის საგანძურის ნაწილი.

პირველი ხატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, გვხვდება გიორგი ბოჭორიძის 1924 წლის 2 მაისს შედგენილ, იკორთის ტაძრიდან ჩამოტანილი საეკლესიო ნივთების აღწერილობაში ქ.№307[1].

ხატი მცირე ზომისაა (ზომები: 15X21 სმ). პირის მხარეს ჩვილედი ღვთისმშობელია გამოსახული, ხატი ბაჯაღლო ოქროს პერანგითაა შემოსილი, ღვთისმშობლისა და ჩვილი მაცხოვრის შარავანდედებს ძვირფასი ქვები და რამდენიმე მსხვილი მარგალიტი ამკობს. ხატის ფერწერული ნაწილი ხის დაფაზეა შესრულებული. მოხატულობამ ჩვენამდე ნაწილობრივ მოაღნია. კერძოდ, შემორჩენილი ფერწერული ფენა მოლოდ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის თავის ზედა ნაწევრითა და ჩვილის სახის ფრაგმენტებით შვმოიფარგლება. სახატე დაფის დანარჩენი ნანილებიდან საღებავი მთლიანად აცვენილია. ხატის ოქროს პერანგი მოჩარჩოებულია. ჩარჩო-არშია, ცენტრალურ ველთან შედარებით, ამოზიდულია. მის შიდა ხაზს ბურთულების მწკრივი შვმოუყვება. ხატის პერანგის ჩარჩო-არშია და ცენტრალური ველი მცენარეული ორნამენტითაა შემკული. ჩარჩოს ზედა გვერდის ცენტრში ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული.

შემნირველის წარწერა ხატის ზურგზეა შესრულებული. იმის გათვალისწინებით, რომ საქტიტორო წარწერის დამასრულებელ ნანილში შემწირველი, როგორც ნესი, მისი სახელის ლოცვებში მოხსენიებასა და შენდობას ითნოვს, საქტიტორო წარწერები უფრო ხშირად ნატის წინა პირზე კეთდება ხოლმე, თუმცა არის მათი ზურგზე შესრულების მაგალითებიც. იკორთის ღმრთისმშობლის ხატის საქტიტორო წარწერის ზურგზე განთავსება ხატის მცირე ზომამ განაპირობა. წარწერა ვერცხლის ფირფიტაზეა შესრულებული. მისი სახატე ხის დაფაზე დაკვრის შვმდეგ, დაფის წიბო ვერცხლის ლენტით დაუფარავთ და ხატის ზურგის მხარის მიმართულებით გადაუკეცავთ, რა დროსაც საქტიტორო ტექსტის პირველი სტრიქონის ბოლო სიტყვის ბოლო ასოს ნანილი გადანაკეცს დაუფარავს. ვერცხლის ფირფიტა ხატის ზურგზე ისეა დამაგრვბული, რომ ტექსტის სტრიქონები ხატის განიერი მხარის პარალელურადაა მიმართული. შესაბამისად, ტექსტის წასაკითხად ხატი საათის ისრის სანინააღმდეგო მიმართულებით, 90-გრადუსიანი კუთნით უნდა შემოვაბრუნოთ. წარწერა მხედრული შრიფტით, XVI-XVII საუკუნეებისთვის სახასიათო კალიგრაფიითაა შესრულებული. განკვეთილობის ნიშნად ორწერტილია გამოყენებული.

საქტიტორო ტექსტის გადმონაწერი:

ვიკიციტატა
„1. ქ: მე: ფრიად: ცოდვილმან: არაგვის: ერისთავის: ზაალის: ასულმან:
2. და: ქსნის: ერისთავის: შალვას: მეუღლემან: და თვით: ქსნის: ე
3. რისთავის: დავითის: დედმან: პატრონმან: ქეთევან: მოვა
4. ჭედინე: ხატი: ესე: ყოვლად: წმინდისა: შევამკევ:ოქროთა: და:
5. თვალებითა: სასოებად: ჩემდა: მას: ჟამსა: ოდეს: სოფელ
6. ის: სიმუხთლით: ძის: ძე: ჩემი: უხუცესი: შალვა: მიმეცვალა:
7. მი თავს: შემოვალებული: ოქრო: და: თვალი: და: მარგალ
8. იტი: სხვად: არად: საჴმარიყო: ვინც: იხილოთ: შენდობას:
9. მიბრძანებდეთ:ქკს: ტჟვ“
(ქ. მე ფრიად ცოდვილმან, არაგვის ერისთავის ზაალის ასულმან
და ქსნის ერისთავის შალვას მეუღლემან და თვით ქსნის ე
რისთავის დავითის დედამან, პატრონმან ქეთევან, მოვა
ჭედინე ხატი ესე ყოვლად წმინდისა, შევამკევ ოქრო[ი]თა და
თვალებითა სასოებად ჩემდა მას ჟამსა, ოდეს სოფელ
ის სიმუხთლით, ძის ძე ჩემი, უხუცესი შალვა მიმეცვალა.
მი[ს] თავს შემოვალებული ოქრო და თვალი და მარგალ
იტი სხვად არად საჴმარიყო. ვინც იხილოთ, შენდობას
მიბრძანედეთ. ქკს ტჟვ (1708 წ)
)

ტექსტში XVII-XVIII საუკუნეებში მოღვაწე რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული პირია დასახელებული. მათ შორის უმთავრესია შალვა ქსნის ერისთავი, რომელიც 1659 წელს ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ კახეთის აჯანყების ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა.

საქტიტორო წარწერის თანახმად, ხატის შემწირველია შალვა ქსნის ერისთავის მეუღლე ქვთევანი, რომელიც იყო ზაალ არაგვის ერისთავის ასული. ზაალი არაგვის ერისთავად 1633-1660 ნლებში გვევლინება.

საქტიტორო წარწერის ტექსტში ქეთევანი საგანგებოდ ახსენებს, რომ იგი ქსნის ერისთავის დავითის (იგივე დათუნას) დედაა. დათუნას ქსნის ერისთავად 1675-1696 და 1700-1717 წლებში ვხედავთ.

როგორც საქტიტორო ტექსტიდან ჩანს, ქეთევანს ღვთისმშობლის ხატი მოუჭედინებია და შეუმკია საკუთარი თავის სასოებად მისი „უხუცესი“ ძის ძის, ანუ შვილიშვილის გარდაცვალების გამო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მირიანაშვილი ლ., უცნობი ხატის წარწერა წმ. შალვა ქსნის ერისთავისა და მისი ოჯახის წევრების ხსენებით, “ქართული წყაროთმცოდნეობა“, თბ. 2019, გვ. 84-88

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბოჭორიძე გ., „ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები“, თბ., 2011