ითხვისის ნაქალაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ითხვისის ნაქალაქარი — არქეოლოგიური ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში.დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია მეწყრული პროცესების გამო. ძეგლის გათხრა დაიწყო 2019 წელს. ნაქალაქარი მთლიანად დანგრეულია და მიწითაა დაფარული.გათხრილი ნაწილი წარმოდგენილია მარნით, რომელიც შედგება სხვადასხვა ზომის ჩაკირული ქვევრებით,სამეურნეო დანიშნულების სენაკებით და ღია ფილაქნიანი ეზოთი. სამეურნეო სენაკები ძლიერ მცირე ზომისაა. კედლები დანგრეულია ძლიერი ხანძრით. ნაქალაქარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დადასტურდა სამაროვანის არსებობა, რომელიც ამჟამად უკვე განადგურებულია მეწყერული პროცესების წყალობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38158