იზობარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იზობარები — ატომები (ნუკლიდები), რომლებიც არიან განსხვავებული ქიმიური ელემენტები, მაგრამ აქვთ ნუკლონების ერთნაირი რიცხვი. იზობარებს აქვთ ერთმანეთისაგან განსხვავებული ატომური ნომერი (ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან პროტონების რაოდენობით), მაგრამ აქვთ ერთნაირი მასური რიცხვი, ასეთებია, მაგალითად: 40S (გოგირდი), 40Cl (ქლორი), 40Ar (არგონი), 40K (კალიუმი) და 40Ca (კალციუმი). ყველა ეს განსხვავებული ელემენტის ბირთვი შედგება 40 ნუკლონისაგან, მაგრამ მათ ბირთვებში ერთმანეთისაგან განსხვავებულია პროტონებისა და ნეიტრონების რაოდენობა[1].

ტერმინი იზობარი შეთავაზებული იქნა ბრიტანელი ქიმიკოსი ალფრედ ვოლტერ სტუარტის მიერ 1918 წელს[2]. ბერძნული სიტყვა „ἴσος“ [isos] ნიშნავს ტოლს, ხოლო „βάρος“ [baros] — მასას.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]