იზნიქის ტბა
იერსახე
| იზნიქი | |
|---|---|
| İznik Gölü | |
| კოორდინატები: 40°43′ ჩ. გ. 29°51′ ა. გ. / 40.717° ჩ. გ. 29.850° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 85 მ |
| სიგრძე | 32 კმ |
| სიგანე | 10 კმ |
| ფართობი | 298 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 80 მ |

იზნიქის ტბა (თურქ. İznik Gölü) — ტბა ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ბურსის პროვინციაში, სტამბოლიდან 125 კილომეტრი. მდებარეობს ჩრდილო ანატოლიის რღვევის აქტიურ ზონაში, ზღვის დონიდან 85 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 298 კმ². მაქსიმალური სიღრმე 80 მეტრი. სანაპიროებზე არის ტყეები და ვენახები. იზნიქის ტბის ჩრდილოეთით გაწოლილია სამანლის ქედი. ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს უძველესი ქალაქი იზნიქი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Joel W. Hedgpeth, Treatise on Marine Ecology and Paleoecology, 1957