იზიდორ ჟოფრუა სენტ-ილერი
იერსახე
იზიდორ ჟოფრუა სენტ-ილერი (ფრანგ. Isidore Geoffroy Saint-Hilaire; დ. 16 დეკემბერი, 1805, პარიზი — გ. 10 ნოემბერი, 1861, პარიზი) — ფრანგი ზოოლოგი, ეტიენ ჟოფრუა სენტ-ილერის შვილი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1856–1857). იზიარებდა მამის მოძღვრებას ევოლუციაზე და ცხოველთა სამყაროს ერთიანობაზე: წამოაყენა ცვალებადობის თეორია სახეობის ფარგლებში. დააარსა ცხოველთა აკლიმატიზაციის საზოგადოება, გამოაქვეყნა მთელი რიგი ნაშრომები ადამიანის ჰერმაფროდიტიზმის შესახებ. მისმა შრომამ ცხოველთა ახალი სახეობების მოშინაურების თაობაზე გამოჩენილ მეცნიერთა (ჩარლზ დარვინი, კარლ რულიე, ნიკოლოზ სევერცოვი) ყურადღება მიიპყრო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რ. ჟორდანია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 257.