ივრეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივრეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი,საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ივრეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. მცირე ზომის დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში ვიწრო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთ-ით ღრმა, არასწორი ფორმის ნიშებია მოთავსებული. კონქი სფერულია. სატრიუმ-ფო თაღი იმპოსტებს ეყრდნობა. გრძივი კედლები შემორჩენილია 2-3 მეტრის სიმაღლეზე, დასავლეთი კედელი კი უფრო დაბალია. სამხრეთით ერთი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სამხრეთ-ის შესასვლელი თაღოვანია. ეკლესიის ფასადები სადაა. ინტერიერში ყრია ჩამონა-შალი ქვები. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 121