ივეტა რადიჩოვა
იერსახე
| ივეტა რადიჩოვა | |
| სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 8 ივლისი, 2010 – 4 აპრილი, 2012 | |
| წინამორბედი | რობერტ ფიცო |
| მემკვიდრე | რობერტ ფიცო |
სლოვაკეთის შრომის მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 17 ოქტომბერი, 2005 – 4 ივლისი, 2006 | |
| წინამორბედი | ლიუდოვიტ კანიკი |
| მემკვიდრე | ვერა ტომანოვა |
| დაბადებული | 7 დეკემბერი, 1956 ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია |
| განათლება | კომენსკის უნივერსიტეტი |
| პროფესია | სოციოლოგი |
ივეტა რადიჩოვა (სლოვაკ. Iveta Radičová; დ. 7 დეკემბერი, 1956, ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია) — სლოვაკი პოლიტიკოსი და სოციოლოგი. 2005-2006 წლებში სლოვაკეთის შრომის მინისტრი, ხოლო 2010-2012 წლებში - პრემიერ-მინისტრი. სლოვაკეთის პრეზიდენტობის კანდიდატი 2009 წლის არჩევნებზე.
დაამთავრა კომენსკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მუშაობდა სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიაში სპეციალისტად. ასევე მუშაობდა თავისი ალმა-მატერის სოციოლოგიისა და პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. 2005-2006 წლებში სლოვაკეთის შრომის მინისტრია მიკულაშ ძურინდას მთავრობაში. 2010 წელს ჩამოაყალიბა მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ქვეყნის სათავეში იყო 2012 წლამდე.
2005 წლიდან ქვრივია, ჰყავს ერთი გოგო.