ივანე ყირქესალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე ყირქესალი (დ. 15 ნოემბერი, 1896, ახალციხე — გ. 1 აპრილი, 1959) ― ქართველი არქიტექტორი, პროფესორი (1933), არქიტექტურის დოქტორი (1943).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო ტექნიკური უნივერსიტეტი. 1928 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით არის დამუშავებული (1928-1937) ქალაქების ორდუბადის, ნახიჩევანის, ცხინვალის, ბათუმისა და სხვა., აგრეთვე მუშათა დაბების და სხვა საბჭოთა მეურნეობების დასახლებათა დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტები. ავტორია საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობების პროექტებისა. მისი ნამუშევრებია საცხოვრებელი კვარტლის დაგეგმარება და განაშენიანება ხავსკი-შაბოლოვკის შესახვევში (მოსკოვი, 1928), საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის შენობა (თბილისი, 1934) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]