ივანე სეჩენოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ივანე სეჩენოვი
Sechenov.jpg
დაბ. თარიღი 13 აგვისტო 1829(1829-08-13)
დაბ. ადგილი სიმბირსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 2 (15) ნოემბერი 1905 (76 წელი)
გარდ. ადგილი მოსკოვი[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
სამეცნიერო სფერო ფიზიოლოგია
მუშაობის ადგილი ნოვოროსიის საიმპერატორო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი და მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკოლაევის საინჟინრო სასწავლებელი და მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი და საიმპერატორო მედიკო-ქირურგიული აკადემია
ჯილდოები წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი და წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი

ივანე მიხეილის ძე სეჩენოვი (რუს. Ива́н Миха́йлович Се́ченов; დ. 13 აგვისტო [ ძვ. სტ. 1 აგვისტო] , 1829 — გ. 15 ნოემბერი [ ძვ. სტ. 2 ნოემბერი], 1905) — რუსი ბუნებისმეტყველი, მოაზროვნე-მატერიალისტი, რუსული ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, ფსიქოლოგიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერულ მიმართულებათა შემქმნელი. 1869 წელიდან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 1904 წლიდან კი მისი საპატიო წევრი.

1863 წელს პირველად დაიბეჭდა მისი ნაშრომი „თავის ტვინის რეფლექსები“, 1866 წელს გამოქვეყნდა შრომა „ნერვული სისტემის ფიზიოლოგია“. 1901 წელს კი გამოვიდა მისი „ნარკვევები ადამიანის შრომით მოძრაობათა შესახებ“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა შრომის ჰიგიენის შესწავლას.

ივანე პავლოვმა სეჩენოვს რუსული ფიზიოლოგიის მამა უწოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Zusne, Leonard. 1984. Biographical Dictionary of Psychology. Westport, Connecticut: Greenwood Press. ISBN 0-313-24027-2
  • Ivan Sechenov at University of Illinois at Chicago, Department of Neurology
  • Ivan Sechenov at Max Planck Institute for History - part of "The Virtual Laboratory, Essays and Resources on the Experimentalization of Life"

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]