ივანე ნასიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ივანე ნასიძე
დაბ. თარიღი 26 მაისი 1964(1964-05-26)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 2012
გარდ. ადგილი ლაიფციგი, გერმანია
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ეროვნება ქართველები
სამეცნიერო სფერო გენეტიკა და ანთროპოლოგია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მამა სულხან ნასიძე

ივანე (ვანო) სულხანის ძე ნასიძე (დ. 26 მაისი, 1964, თბილისი — გ. 2012, ლაიფციგი) — ქართველი მეცნიერი, გენეტიკოსი, ანთროპოლოგი. ნასიძე იყო კავკასიის რეგიონში ადამიანთა პოპულაციების მოლეკულური ანთროპოლოგიის მკვლევარი. კომპოზიტორ სულხან ნასიძის შვილი.

ივანე ნასიძე დაიბადა 1964 წელს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. 1984-1986 წლებში სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.[1] 1991–1995 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ სამეცნიერო სამუშაოზე იმყოფებოდა იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ადამიანის კავკასიური პოპულაციების გენეტიკური მრავალფეროვნება“. 1998 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის გენეტიკის დეპარტამენტში (ლაიფციგი, გერმანია). 2008 წელს იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. გარდაიცვალა 2012 წელს ლაიფციგში, საკუთარ სამუშაო ოთახში, 47 წლის ასაკში. იგი იყო კავკასიის პოპულაციების გენეტიკური ისტორიის შესახებ არაერთი ნაშრომის ავტორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]