ივანე დავითაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე დავითაია (დ. 20 მაისი, 1935, მარტვილი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1960–1962 წლებში იყო ჭიათურის მარგანტრესტის მედიკო–სანიტარული სამსახურის ექიმი–ქირურგი. 1963–1965 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპ. ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ასპირანტი. 1966–1970 წლებში რკინიგზის თბილისის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების ქირურგი, პარალელურად ქალაქის №4 საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი, 1970–1972 წლებში გეგეჭკორის რაიონის ქირურგ. 1973–1980 წლებში მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასისტენტი და დოცენტი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი მონოგრაფიის, ერთი გამოგონების და სამი მეთოდური წერილის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ადამიანის გულის გვირგვინოვანი არტერიების კალაპოტის მორფომეტრიული თავისებურებანი დაბერების პროცესში.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 86

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]