ივანე ბოლოტნიკოვი
იერსახე
ივანე ბოლოტნიკოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1565 |
გარდაცვალების თარიღი | 18 ოქტომბერი, 1608 |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
ბრძოლები/ომები | Bolotnikov rebellion |
ივანე ბოლოტნიკოვი (რუს. Ива́н Иса́евич Боло́тников; დ. 1565 — გ. 18 ოქტომბერი, 1608, კარგოპოლი, რუსეთის სამეფო) — არეულობის ხანის რუსი მეამბოხე, გლეხების და ხოლოპების აჯანყების ხელმძღვანელი. 1606–1607 წლებში. ყოფილი ხოლოპი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალგაზრდობაში კაზაკებთან გაიქცა. დაატყვევეს თათრებმა და მონად გაყიდეს ოსმალეთის იმპერიაში. ოსმალეთში მუშაობდა გალერებზე. ტყვეობას თავი დააღწია და მოხვდა ვენეციაში. იქიდან პოლონეთის გავლით დაბრუნდა რუსეთში. 1606 წლის ზაფხულში გახდა ქვეყნის სამხრეთში დაწყებული აჯანყების ხელმძღვანელი. 1607 წლის 10 ოქტომბერს მეფის ჯარებმა აიღეს ტულა, სადაც ბოლოტნიკოვი იყო გამაგრებული. ის შეიპყრეს, კარგოპოლში გადაასახლეს, მერე თვალები დათხარეს და მდინარე ონეგში დაახრჩვეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 456.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ივანე ბოლოტნიკოვი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)