ივანე ბარნაბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე გიორგის ძე ბარნაბაშვილი (დ. 1867 — გ. 1934) — ქართველი პოლიტიკური აქტივისტი, ხალხოსანი.

1880-იანი წლების I ნახევარში იყო თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეთა ხალხოსნური წრის წევრი, რომელსაც გოლა ჩიტაძე ხელმძღვანელობდა. ბარნაბაშვილი მონაწილეობდა წრის სხდომაში, რომელზეც გადაწყდა სემინარიის რექტორის პავლე ჩუდეცკის მოკვლა. იოსებ ლაღიაშვილის მიერ ჩუდეცკის მოკვლის შემდეგ ბარნაბაშვილი დააპატიმრეს, მაგრამ მამხილებელი მასალის უკმარისობის გამო გაათავისუფლეს, სემინარიიდან გარიცხეს და პოლიციის მეთვალყურეობა დაუწესეს. შემდგომში რევოლუციურ მოძრაობას ჩამოშორდა. 1921 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგაძე გ., თვითმპყრობელობა და რევოლუცია. საბუთები რევოლუციური მოძრაობის ისტორიისათვის საქართველოში, წგ. 1, ტფ., 1929.
  • შველიძე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960.
  • ხუნდაძე ა., რექტორ ჩუდეცკის მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი, ტფ., 1932.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 359.