იერგ ჰაიდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იერგ ჰაიდერი

იერგ ჰაიდერი (გერმ. Jörg Haider) (დ. 26 იანვარი, 1950, ბად-გოიზერნი, ავსტრია — გ. 11 ოქტომბერი, 2008, კლაგენფურტი) — ავსტრიელი პოლიტიკოსი. იყო კარინთიის გუბერნატორი და პოლიტიკური პარტია „კავშირი ავსტრიის მომავლისთვის“ ლიდერი. 2008 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში.