იდიოტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„იდიოტები“
დამდგმელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი
პროდიუსერი ვიბეკე ვინდალოვი
სცენარის ავტორი ლარს ფონ ტრიერი
როლებში ბოდილ იორგენსენი, იენს ალბინუსი
ოპერატორი ლარს ფონ ტრიერი
მონტაჟი მოლი მარლინ სტენსგორი
სტუდია Zentropa Entertainments2 ApS, Canal+, Nordisk Film- & TV-Fond, Zweites Deutsches Fernsehen, Danmarks Radio, Arte, October Films
დისტრიბუტორი Scanbox Entertainment
გამოსვლის თარიღი 17 ივლისი, 1998
ხანგრძლივობა 114 წუთი
ქვეყანა დანია
ენა დანიური
ბიუჯეტი $ 2,5 მლნ
წინა ტალღებთან მებრძოლი
შემდეგი სიბნელეში მოცეკვავე

იდიოტები (დან. Idioterne) — რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის 1998 წლის ფილმი, ტრილოგია „ოქროს გულის“ მეორე ფილმი. ის გადაღებულია დოგმა 95-ის მანიფესტის მიხედვით. ფილმის პრემიერა გაიმართა კანის კინოფესტივალზე.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

„იდიოტები“ არის ახალგაზრდათა ჯგუფი. ისინი უკმაყოფილონი არიან საზოგადოებით და ემიჯნებიან მას. იდიოტები ერთად იკრიბებიან ცარიელ სახლში, რათა იპოვონ თავიანთი „შინაგანი იდიოტები“. ისინი განზრახ იქცევიან ისე, თითქოს შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირები არიან. ჯგუფის ლიდერი, სტოფერი, ძირითადად ცელქი, ბედნიერი ბავშვივით იქცევა. ჯგუფის ექიმი პედი, მუდმივად ეტლში ჯდება. როდესაც იდიოტები გარეთ გადიან, ერთი ადამიანი ზედამხედველის როლს ასრულებს. ზედამხედველს ევალება ჯგუფის წევრებს მოუაროს და წინ გაუძღვეს. საზოგადოებაში ყოფნისას ისინი თავიანთი სოციალური სტატუსით მანიპულირებენ: მაგალითად ძვირადღირებულ რესტორანში ხალხს ეჩრებიან, მდიდარ მეზობლებს დანაშაულის გრძნობას უღვივებენ.

ერთ-ერთი გარეთ გასვლისას ჯგუფს უერთდება მეთერთმეტე და ბოლო ადამიანი კარენი. კარენი ჯგუფს დაუფიქრებლად უერთდება და რჩება მასთან პირადი მწუხარების გამო. კარენისთვის ეს ჯგუფი ოჯახზე უფრო ახლობელი აღმოჩნდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]