იბნ ალ-კალანისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იბნ ალ-კალანისი (დ. დაახლ. 1073 — გ. 28 მარტი, 1160) — არაბი პოლიტიკოსი და ისტორიკოსი. დამასკოს ცნობილი საგვარეულოს წარმომადგენელი. ეკავა რაის ალ-დივანის (კანცელარიის გამგის) თანამდებობა. არის „დამასკოს ისტორიის დამატების ავტორი“, რომელიც მოიცავს პერიოდს X საუკუნის 70-იანი წლებიდან 1150 წლამდე. თხზულებაში დაცულია ორი საყურადღებო ცნობა საქართველოს შესახებ. ერთი ეხება ქართველების ლაშქრობას განჯაზე 1110 წელს და სამხედრო კონფლიქტს დიდ სელჩუკთა სულთანთან, მეორე კი — დიდგორის ბრძოლას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]