იბერია (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იბერია
ენა ქართული
მთავარი რედაქტორი მიხო მორჩილაძე
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი არტანუჯი
ქვეყანა საქართველო
ტირაჟი 500
ფორმატი ბეჭდური, ციფრული
დამაარსებელი ნიკოლოზ სანიკიძე, გიორგი სვიმონიშვილი
დაარსდა 2017
ISSN 2587-473X

„იბერია“საქართველოში ქართულ ენაზე გამოცემული ჟურნალი. ჟურნალის პირველი ნომერი 2017 წელს თბილისში გამოიცა. ჟურნალის ავტორები არიან ნიკოლოზ სანიკიძე და გიორგი სვიმონიშვილი. 2018 წლიდან საიტის სახით ჟურნალის ციფრული ვერსიაც გამოვიდა, სადაც ხელმისაწვდომია ახალი და ძველი სტატიები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალი „იბერია“ 2017 წელს XI კლასის ორმა მოსწავლემ გამოსცა მეექვსე საავტორო სკოლის მხარდაჭერით. ჟურნალის პირველი პრეზენტაცია ფშავში, მაღაროსკარის საჯარო სკოლაში შედგა, სადაც ავტორებმა თავად წარუდგინეს ჟურნალი სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს. ბეჭდური სახით ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ნომერია გამოცემული, თუმცა 2018 წელს შეიქმნა ჟურნალის ციფრული პლატფორმა, სადაც იტვირთება ახალი სტატიები. ჟურნალი ძირითადად შეეხება საზოგადოებას, კულტურასა და ისტორიას, თუმცა, ასევე, შეიცავს სტატიებს სხვადასხვა თემაზე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]