იასპი
იერსახე
იასპი | |
---|---|
იასპი | |
ცნობები | |
შედგენილობა | კვარცი ქალცედონი და სხვა |
გამოიყენება | სანეხელავო ქვა |
იასპი (ცნობილია აგრეთვე ეშმის, ეშმის ქვის სახელწოდებით) — მასიური წვრილმარცვლოვანი ქანი, რომელიც ძირითადად ნაგებია კვარცით, ქალცედონითა და სხვადასხვა მინერალებით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ლამაზი სანეხელავო ქვაა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 5,5-7. გამოირჩევა სიმაგრითა და სიმტკიცით, მრავალფეროვანი შეფერილობით; კარგად კრიალდება. იასპი გაუმჭვირვალეა, აქვს კიბოსებრი ტეხილი. პოლიგენური წარმონაქმნია. საკუთრივ იასპი — მეტწილად მეტამორფიზებული კაჟბადიანი რადიოლარიული ან თიხოვან-კაჟბადიანი ნალექია, რომელიც გენეტიკურად დაკავშირებულია ეფუზივებთან და ტუფებთან. იასპის საბადოები ცნობილია რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინდოეთში, ვენესუელაში, აშშ-ში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იასპი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)