იაპონური საბრძოლო ხელოვნებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

იაპონური საბრძოლო ხელოვნებების უმეტეს ნაწილს ისტორიაში ფესვები ღრმად აქვს გადგმული. იაბუსამე, ამხედრებულ ცხენზე მშვილდოსნობა VII საუკუნეში წარმოიშვა. XII საუკუნის მიწურულს, მეომართა კლასის აღზევების დროს, ბუში ან სამურაი (მეომრები) იწვრთნებოდნენ ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა კენჯიუცუ (ხმლით ორთაბრძოლის ხელოვნება), იაიჯიცუ (ხმლით ხატვის ხელოვნება), ჯიუჯიუცუ (უიარაღოდ ბრძოლა), კიუჯიუცუ (მშვილდოსნობა), სოჯუცუ (შუბოსნობა), ბაჯიუცუ (ცხენოსნობა), სუიჯუცუ (ცურვა).

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენდო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სამურაებს“ შორის, ფარიკაობა საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეობა იყო. ტრადიციულად, კენდო (იაპონური ჯოხებით ფარიკაობა) აქცენს აკეთებს დოჯოს ქცევის რიტუალიზაციაზე და პრაქტიკული მეცადინეობა საკმაოდ მოწესრიგებულია.

იაპონიის კენდოს ფედერაცია 1952 წელს ჩამოყალიბდა. კენდოს შესწავლა დაწყებითი და საშუალო სკოლის პროგრამაში შევიდა. „ხმალი“, რომელიც კენდოში გამოიყენება, ეწოდება შინაი; იგი შედგება 4 გრძელი ბამბუკის ძელისგან. შინაი მსუბუქია და ვარჯიშის დროს მოვარჯიშეებს სერიოზული დაზიანებებისგან იცავს. კენდოს მოწაფეები ატარებენ დარტყმებისგან თავდაცვით აღჭურვილობას, კერძოდ, თავისა და თეძოებსათვის. ქულები ითვლება მეტოქის თავზე, ტანზე, მაჯასა ან ხელზე მიყენებული დარტყმების მიხედვით. გამარჯვებული ის ხდება, ვინც სამი ქულიდან პირველი დააგროვებს ორს.

კიუდო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიუდო (იაპონური მშვილდოსნობა) საბრძოლო ხელოვნებად იაპონიის ფეოდალიზმის პერიოდში ჩამოყალიბდა. 1949 წელს ჩამოყალიბდა იაპონიის კიუდოს ფედერაცია, რამაც ხელი შეუწყო მისი, როგორც სპორტის შემდგომი დისციპლინის განვითარებას. სპორტში ჩართული თითოეული მონაწილე 38-60 მედტიდან ისვრიან ისრებს. მშვილდი, რომელიც დაახლოებით 221 სანტიმეტრია, გაკეთებულია ხისა და ბამბუკისგან. ისევე როგორც მშვილდოსნობის სხვა ფორმებში, მოგებულია მონაწილე, რომელიც ყველაზე მეტ ისარს მოახვედრებს მიზანს. დასავლურ მშვილდოსნობასა და კიუდოს შორის განსხვავებან მდგომარეობს იმაში, რომ ეს უკანასკნელი დიდ ყურადღებას აქცევს ფორმებს. ზოგიერთ შეჯიბრში მონაწილეების ფორმებს განსაკუთრებულად დიდი ყურადღება ექცევა. ცხენით მშვილდოსნობა, იაბუსამე, კამაკურას პერიოდში (1185-1333) ჩამოყალიბდა. იგი ძირითადად ტარდება კამაკურას ცურუგაოკა ჰაჩიმანგუს ტაძარში და ასევე სხვა ადგილებში.

იარაღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბრძოლო ხელოვნებებში გამოიყენებოდა: ნაგინატა, ვაკიზაში, კატანა, ჯინტაჩი და ბო, ასევე ჯუტე და ტესენი. თუმც, სხვა საინტერესო იარაღებს წარმოადგენდა ე. წ. ,,უმაგოია სანგო’’ („სამი მტკიცე იარაღი“), რომელიც მოიცავდა „ჰანანეჯიბოს“, „ბაშინის“, ასევე „ჯინგამას“. „ჰანანეჯიბო“ იყო მოკლე ჯოხი გაუხედნავი ცხენების საკონტროლებლად, მაგრამ ასევე შესაძლებელი იყო მისი გამოყენება როგორც ტანბოს ან ტესსინის მსგავსად. „ჯინგამა“ (საბრძოლო ნამგალი) მიაგავდა ნამგალს ძალზე მოკლე პირით. მისი გამოყენება შესაძლეველი იყო ოპონენტის ცხენის სადავეების მოსაჭრელად, ან მეტოქის საწინააღმდეგოდ პირისპირ ორთაბრძოლაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]