იანტეს კანონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იანტეს კანონი (დან. Janteloven, შვედ. Jantelagen; ფინ. Janten laki) — ნორდიკულ ქვეყნებში მიღებული ჯგუფური ქცევის პატერნი, რომელიც უარყოფითად განიხილავს ინდივიდუალურ წინსვლასა და წარმატებას და განიხილავს მას როგორც შეუსაბამო და უაზროს. იანტეს კანონი ხშირად გამოიყენება სკანდინავიური და ნორდიკული მენტალიტეტის ასახსნელად. იანტეს კანონი ჩამოაყალიბა დანიელმა მწერალმა აქსელ სანდემუსმა რომანში „გაქცეული საკუთარ ნაკვლავეს კვეთს“.[1]. რომანში მოქმედება ვითარდება გამოგონილ ქალაქ იანტეში, რომელიც, ძირითადად, მუშებით არის დასახლებული, რომელთა მთავარი ფასეულობა არის სოციალური თანასწორობა, რომელიც მიიღწევა კანონთა კრებულით, რომლის ნებისმიერი წესის დარღვევა ისჯება საზოგადოების ნეგატიური რეაქციით. მწერალი აღნიშნავდა, რომ იანტეს პროტოტიპი იყო მისი მშობლიური ქალაქი ნიუკებინგი.

წესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ნიუკებინგი, წესების მემორიალური დაფა.
  1. ნუ ფიქრობ, რომ განსაკუთრებული ხარ.
  2. ნუ ფიქრობ, რომ ჩვენსავით დიდი ხარ.
  3. ნუ ფიქრობ, რომ ჩვენზე ჭკვიანი ხარ.
  4. ნუ წარმოგიდგენია, რომ ჩვენზე უკეთესი ხარ.
  5. ნუ ფიქრობ, რომ ჩვენზე მეტი იცი.
  6. ნუ ფიქრობ, რომ ჩვენზე მნიშვნელოვანი ხარ.
  7. ნუ ფიქრობ, რომ რაღაცაში გამოსადეგი ხარ.
  8. არ გაბედო ჩვენზე ღლიცინი.
  9. ნუ ფიქრობ, რომ ვიღაცა შენზე დარდობს.
  10. ნუ ფიქრობ, რომ რაღაცას გვასწავლი.

ასევე, რომანში ნახსენებია მეთერთმეთე წესიც:

  • იქნება არ გგონია, რომ შენზე რაღაცა ვიცით?

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sandemose, Aksel (1933). En flyktning krysser sitt spor. Oslo: Aschehoug (Repr. 2005). ISBN 82-03-18914-8
  • Sandemose, Aksel (1936). A fugitive crosses his tracks. translated by Eugene Gay-Tifft. New York: A.A. Knopf.
  • Koldau, Linda Maria (2013): Jante Universitet. (Jante University). Vol. 1: Den skønne facade (The Beautiful Facade); Vol. 2: Uddannelseskatastrofen (Educational Disaster); Vol. 3: Totalitære strukturer (Totalitarian Structures). Hamburg: Tredition. ISBN 978-3-8495-0351-2 (Vol. 1); ISBN 978-3-8495-0350-5 (Vol. 2); ISBN 978-3-8495-0266-9 (Vol. 3). In Danish language.
  • Koldau, Linda Maria (2013): Educational Disaster. The Destruction of Our Universities: The Danish Case. (abridged English version of Jante Universitet containing the most important analyses and a chapter on Jante Law mentality in Danish education). Hamburg: Tredition (forthcoming). ISBN 978-3-8495-4936-7. In English language.
  • Steffen, Juliane (2011): "Hjem til Jante" (Home to Jante), concise analysis of the mechanisms of Jante Law at Danish universities, published in: Linda Maria Koldau: Jante Universitet. Vol. 2: Uddannelseskatastrofen. Hamburg: Tredition, *2013, pp. 464–466. ISBN 978-3-8495-0350-5 (Vol. 2). In Danish language.
  • Andersen, Steen: Nye forbindelser. Pejlinger i Aksel Sandemoses forfatterskab. Vordingborg: Attika, 2015. ISBN 978-87-7528-8700. In Danish Language.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]