იანკელევიჩის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იანკელევიჩის სახლი
რუს. Дом Янкелевича
Taganrog 115 (16745636902).jpg
კოორდინატები 47°12′30″N 38°56′26″E / 47.20826° ჩ. გ. 38.94063° ა. გ. / 47.20826; 38.94063
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მესამე მეოთხედი

იანკელევიჩის სახლი (რუს. Дом Янкелевича) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მესამე მეოთხედში. სახლი 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 დადგენილების მიხედვით არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 32.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ტაგანროგში პეტროვსკის ქუჩა № 32-ში განლაგებული სახლი ნეკრასოვის შესახვევის გადაკვეთაზე, აშენებული იყო XIX საუკუნის მესამე მეოთხედში. ეს იყო არც თუ დიდი, გრძელი, აგურის ერთსართუიანი სახლი, რომელიც შეფასებული იყო 400 რუბლად.

XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის დასასრულს შენობას ჰყავდა სამი ქვრივი მესაკუთრე: უფროსი მრჩევლის ალექსანდრე გირეს ქვრივი კოლეჟს მრჩევლის ქვრივი ეკატერინე ობიდენაია, გენერალ-მაიორის რინდინის ქვრივი. სამივე ქვრივი ნათესაური კავშირით იყო დაკავშირებული ივან მარტოსის ძმისშვილთან, რომელიც იყო სახლის მესაკუთრე.

სსახლის მესაკუთრე იყო კომერციული სასამართლოს თავჯდომარე მარტოსი. სახლთან იყო დიდი ბაღი, სადაც დიასახლისები აშენებდნენ ყვავილებს. ბაღის კარი გადიოდა ბერძნების ქუჩაზე. 1825 წელს ამ სახლში იმყოფებოდა იმპერატორი ალექსანდრე I და მისი ცოლი ელიზავეტა ალექსის ასული.

1891 წლის ოქტომბერში, 20 დღის პერიოდში გარდაიცვალა ჯერ ალექსანდრა დავითის ასული გირე და მის შემდეგ ეკატერინე პეტრეს ასული ობიდენაია. პირველმა მათგანმა იცოცხლა 90 წელი, მეორემ კი - 89 წელი.

მათი გარდაცვალების შემდეგ სახლში ცხოვრობდა ვაჭარი იაკობ იანკელოვიჩი და ჩინოვნიკი ნიკოლაი ტალალაევი. ტალალაევმა სახლთან ააშენა კიდევ ერთი პატარა სახლი. XX საუკუნის დასაწყისში ერთსართულიანი სახლის ადგილზე ვაჭარმა შაია-ბერ-ლეიბ სიმონოვიჩმა ააშენა ორსართულიანი ახალი სახლი, რომელიც შეფასებული იყო 14 ათას რუბლად.

ორსართულიანი სახლის უკანასკნელი მფლობელები 1910 წლიდან 1925 წლამდე იყვნენ კარის მრჩევლის იაკობ სოტრიკოვის ქალიშვილები სოფია და ვერა.

1912 წელს იანკელევიჩის სახლში გახსნილი იყო მ. ოლშვანგის მარაზია „Взаимный сбыт“. ერთხელმფლობელი მოინახულეს პოლიციელებმა და ჩაატარეს ჩკრეკა. ისინი ეძებდნენ სხვა მაღაზიებში მოპარულ ნივთებს. ოლშვანგი რამდენიმე ხნით დააკავეს კიდეც. 1912 წელს სახლში ასევე მუშაობდა ტაგანროგის სავაჭრო ნავსადგურის სამმართველო.

პირველი მსოფლიო ომის წლებში გერმანელთა ოკუპაციის დროს აქ მუშაობდა ექიმ დ. ზიმონტის სამედიცინო კაბინეტი. სახლში ასევე პრაქტიკებს გადიოდა ექიმი. შინაგან სნეულებათა და ბავშვთა დაავადებების ექიმი ალექსანდრე კანი.

საბჭოთა პერიოდში სახლის ნაციონალიზაცია მოახდინეს. ამჟამად შენობა საცხოვრებელი სახლია. პირველ სართულზე მოქმედებს სილამაზის სალონი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იანკელევიჩის სახლი ნაგებია აგურით, იგი კუთხის ნაგებობაა. მთავარი შესასვლელიც კუთხეშია მოქცეული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской (хроника обывательской жизни). Таганрог, 2000

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]