იაკობ მუსხელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მუსხელიშვილი.
იაკობ მუსხელიშვილი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1865
გარდაცვალების თარიღი 1936
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები რუსეთ-იაპონიის 1904-1905
პირველი მსოფლიო ომი
ჯილდოები წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
წმინდა ანას II ხარისხის ხმლებით
წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხმლებით

იაკობ მუსხელიშვილი (დ. 1865 — გ. 1936) — ქართველი გენერალი.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. პოდპორუჩიკი (1885), მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. ჯარში მსახურობდა 1884 წლიდან. პორუჩიკი (1889). შტაბსკაპიტანი (1895). კაპიტანი (1899). რუსეთ- იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე. პოდპოლკოვნიკი (1907). პოლკოვნიკი (1911, წარჩინებისთვის). 1913 წელს ყარსის ციხესიმაგრის არტილერიის I-III ბატარეების უფროსი. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. მეთაურობდა მე-3 მძიმე საარტილერიო ბრიგადის 1-ლ დივიზიონს. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმინდა ანას III ხარისხის, წმინდა ანას II ხარისხის ხმლებით, წმინდა სტანისლავის II ხარისხის, წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის, წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხმლებით. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1918 წლიდან იყო ბათუმის ციხის არტილერიის უფროსი და მიხეილის საციხოვნო არტილერიის მეთაური. იმავე წლის თებერვალში წარმატებით განაიარაღა შავის ზღვის ფლოტის მეამბოხე ნაწილი, რისთვისაც გენერლის წოდება მიიღო. საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული საბჭოთა სპეცამსახურების მიერ. აკრძალული ჰქონდა თბილისში ცხოვრება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 289.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 81, ISBN 978-9941-0-7386-1.