იაილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაილა

იაილა (თურქ. Yayla) — ყირიმის მთების ბრტყელი, პლატოსებური ზედაპირი. აგებულია ზედაიურული რიფული კირქვებით, რომლებიც ძლიერ დაკარსტულია. იაილებს საკუთარი სახელები აქვთ, აღსანიშნავია აი-პეტრის იაილა, ბაბუგან-იაილა, ჩათირდაღი და სხვა. ბაბუგან-იაილა ყირიმის მთების უმაღლესი მასივია. ზოგჯერ იაილას უწოდებენ მთლიანად ყირიმის მთებს. იაილა თურქულად ნიშნავს საზაფხულო საძოვარს. შუა აზიაში ეწოდება ჯაილიაუ. იაილას უწოდებენ აგრეთვე ყირიმის სამთო საზაფხულო საძოვრებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]