თხმორის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თხმორის განძი, ძვ. წ. XI-IX საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც 1953 წელს შემთხვევით აღმოჩნდა სოფ. თხმორში (ამბროლაურის რაიონი). თიხის შავპრიალა დაზიანებულ დერგში ეწყო გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი ნივთები, რომელთაგან შემორჩა 5 სახის სხვადასხვა ზომის თოხი და მათი ნატეხები (20 ც.), 6 სახეობის სეგმენტისებრი იარაღი (20 ც.), სატევრის პირის ფორმის მინიატურული საკიდები (13 ც.), ორყურა კელტი (1 ც.), რაც საწარმოო ძალთა განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ღამბაშიძე ო., თხმორის განძი, თბ., 1963;