თხაწართხალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თხაწართხალა
Hspic1505.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ონაგრასებრნი
სახეობა: თხაწართხალა
ლათინური სახელი
Chamaenerium augustifelium

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



თხაწართხალა (ლათ. Chamaenerium augustifelium) — ბალახოვანი მცენარე ონაგრასებრთა ოჯახისა. აქვს 1,5 მ-მდე სიმაღლის ღერო, რომელიც ბოლოვდება მეწამულ-ვარდისფერი მრავალყვავილოანი გრძელი მტევნისებრი ყვავილედით, ნაყოფი მრავალთესლიანი კოლოფია. გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, ჰიმალაისა და ჩრდილოეთ გრენლანდიაში. იზრდება მთის ზედა და სუბალპური სარტყლის ტყეებში, მდელოებზე, ტყის პირებსა და ნაკაფ ადგილებში, დაჩრდილულ და ტენიან ხევებში. საქართველოში გვხვდება ყველა მაღალმთიან რაიონებში. ფესვს ტკბილი გემო აქვს და იჭმევა; შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარი ღერო, ფოთოლი და ყვავილი ჩაის სუროგატად იხმარება. ფოთოლი შეიცავს C ვიტამინს. თესლში 40-45% ზეთია. ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე. კარგი თაფლოვანი მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]