თურქული ანგორა
გარეგნობა

თურქული ანგორა (თურქ. Ankara kedisi, ანკარა კატა) — შინაური კატის ჯიში. თურქული ანგორა წარმოადგენს კატის ერთ-ერთ უძველეს ბუნებრივ ჯიშს. წარმოშობის ადგილია ცენტრალური თურქეთი, ანკარას რეგიონი (ისტორიულად ცნობილი, როგორც ანგორა).
ჯიშის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 1600-იან წლებში არსებობდა. ზოგჯერ მას უბრალოდ ანგორას ან ანკარის კატას უწოდებენ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნამდვილი თურქული ანგორა
- თურქული ანგორას კატები დაარქივებული 2010-09-11 საიტზე Wayback Machine.
- გრძელბეწვიანი კატები