თომა მეწოფეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თომა მეწოფელი 1415 წლის მინიატურაზე

თომა მეწოფეცი (სომხ. Թովմա Մեծոպեցի; დ. 1378 — გ. 15 მაისი, 1446) — XV საუკუნის სომეხი ისტორიკოსი, წარმომავლობით განეკუთვნებოდა ვასპურაკანის აზნაურთა ქაჯბერუნელების ოჯახს სოფელ აღიოვოტიდან. პირველდაწყებითი განათლება მეწოფის მონასტერში მიიღო. რის გამოც „მეწოფეცი“ (მეწოფელი) შეარქვეს. თომა მეწოფეცი თავისი დროისათვის საკმაოდ განათლებული კაცი იყო. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია „თემურლენგის ისტორია“ და „მემუარები“, რომლებიც საყურადღებო მასალას შეიცავენ XIV-XV საუკუნეების ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად. თავის საისტორიო თხზულებებში თომა მეწოფეცი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების აღწერას, მოცემული აქვს ქართლის თავგადასავალი დაახლოებით XIV საუკუნის 80-იანი წლებიდან XV საუკუნის 40-იან წლებამდე.

თომა მეწოფეცი იმ სომეხ ისტორიკოსთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომლებიც საქართველოს ფეოდალური მონარქიის მფარველობაში ეძიებდნენ სომხეთის ცხოვრების მოწესრიგების გზას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]