თოკის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოკის ციხეარქიტექტურული ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ციხე არის კვადრატული ფორმის (10x10 მ). მისი ქვედა ნაწილი კარგად არის შემონახული და შემორჩენილი კედლების სიმაღლე ზოგ ადგილას აღემატება 2 მეტრს. კედლების სისქე 2.5 მეტრს აღემატება და შიდა სივრცე, რომელიც ასევე კვადრატის მოყვანილობისაა მხოლოდ 3x3 მ ზომისაა. კედლები ნაგები არის კარგად ნათალი ქვით, მშრალი წყობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21579