თიხაფიქალი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან თიხოვანი ფიქალი)
თიხაფიქალი | |
---|---|
თიხოვანი ფიქალი | |
ცნობები | |
ტიპი | დანალექი |
შედგენილობა | სერიციტი კვარცი მინდვრის შპატები კვარცი ჰიდროქარსები კაოლინიტი და სხვა |
თიხაფიქალი[1] — ნაცრისფერი, მოყვითალო ან მოშავო-მონაცისფრო სუსტად მეტამორფიზებული ქანები. ახასიათებს წვრილმარცვლოვნება, აქვს ფიქლებრივი ტექსტურა და მჭიდრო აგებულება. ფორიანობა 1-3%. შეიცავს: ჰიდროქარსებს, სერიციტს, ქლორიტებს, კაოლინიტს, მონტმორილონიტს, კვარცს, მინდვრის შპატებს, ზოგჯერ — ნახშიროვან ნივთიერებას, კარბონატებს და სხვა. წარმოიქმნება თიხოვანი ნალექების შედარებით სუსტი მეტამორფიზმის შედეგად. თიხოვანი ფიქლების ჯგუფს განეკუთვნება აგრეთვე სახურავი და ასპიდური ფიქლებიც, რომელნიც გარდამავალ ტიპს წარმოადგენენ მეტამორფიზებულსა და ნამდვილ მეტამორფულ ქანებს შორის. თიხოვანი ფიქლები საქართველოში გავრცელებულია კავკასიონის ნაოჭა სისტემაში.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2014, გვ. 131.
- ↑ ქოიავა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 686.