თინიკაანის ღვთისმშობლის ნიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თინიკაანის ღვთისმშობლის ნიში — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ თინიკაანში. აგებულია XX საუკუნეში.

სოფლის სასაფლაოზე, ძველი ეკლესიის ადგილას, ადგილობრივ მოსახლეობას დაუდგამს ნიში, რომლის წყობაში ეკლესიის სამშენებლო მასალად შირიმია გამოყენებული. ნანგრევებს შორის მხოლოდ საძირკვლის მცირე ფრაგმენტები განირჩევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 86