თინიკაანის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თინიკაანის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ თინიკაანში. აგებულია შუა საუკუნეებში.

იმ ადგილს, სადაც შემორჩენილია ნაგებობის ნაშთი, მოსახლეობა კვირაცხოველს უწოდებს. ნაგებობა გეგმით კვადრატს უახლოვდება. იგი ამოვსებულია მიწით და ქვით. გადახურვა ჩანგრეულია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 88