თერმოპილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თერმოპილეს ვაკის დღევანდელი სახე. სპარსელთა და სპარტელთა ბრძოლის პერიოდისთვის ზღვის ნაპირი უფრო ახლოს მდებარეობდა კლდის ფერდობთან

თერმოპილე (ბერძნ. Θερμοπύλαι ან Θερμοπύλες, სიტყვასიტყვით „თბილი კარიბჭე“) — ადგილი საბერძნეთში, სადაც ანტიკურ პერიოდში ვიწრო გასასვლელი იყო. ცნობილია ძვ. წ. 480 წელს აქ მომხდარი სპარტელებისა და სპარსელების ბრძოლით.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი საბერძნეთის პერიოდში ამ ადგილას იყო, სიგანეში თორმეტ მეტრიანი ვაკე ადგილი, კლდის ფერდობსა და ზღვას (მალიის ყურეს) შორის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ ძვ. წ. 480 მოხდა სპარსელთა და სპარტელთა (სპარტელების მხრიდან მეომართა რიცხვი 300–ს შეადგენდა) შეტაკება, რომელიც მიუხედავად სპარტელთა და მათი მეფის, ლეონიდეს თავგანწირული ბრძოლისა, ამ უკანასკნელთა განადგურებით და დამარცხებით დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]