თერმოელექტრული მოვლენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თერმოელექტრული მოვლენაფიზიკური მოვლენა, რომელიც განპირობებულია გამტარებსა და ნახევარგამტარებში მიმდინარე სითბურ და ელექტრულ პროცესებს შორის კავშირით.

თუ შევაერთებთ ორი სხვადასხვა ლითონის ან ნახევარგამტარის ბოლოებს და შეერთების ადგილებს სხვადასხვა ტემპერატურებს შევუნარჩუნებთ, წრედში წარმოიქმნება ელექტრული დენი (ზეებეკის ეფექტი). ამ მოვლნას იყენებენ თერმოწყვილებში. თუ ორი სხვადასხვა ლითონის შეერთების ადგილში ელექტრულ დენს გავატარებთ, მაშინ შეერთების ადგილში ჯოულ-ლენცის კანონის მიხედვით განსაზღვრულ სითბოსთან ერთად ხდება დამატებითი სითბოს გამოყოფა ან შთანთქმა (პელტიეს ეფექტი). ამ მოვლენაზეა დამყარებული ნახევარგამტარიანი თერმოელემენტის მოქმედების პრინციპი. თერმოელექტრული მოვლენაა აგრეთვე ტომსონის ეფექტი. იგი იმაში მდგომარეობს, რომ გამტარში, რომელშიც დენი გადის, მის გასწვრივ ტემპერატურის ვარდნისას ხდება ამ ვარდნის სიდიდესა და გამტარის ბუნებაზე დამოკიდებული დამატებითი სითბოს გამოყოფა ან შთანთქმა. ნახევარგამტარებისათვის ეს ეფექტი გაცილებით ძლიერია, ვიდრე გამტარებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]