თერეგვანის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თერეგვანის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ თერეგვანში, ძველ სასაფლაოზე. აგებულია შუა საუკუნეებში. ეკლესიიდან შემორჩენილია ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი და ტრაპეზის ქვა. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა დუღაბზე. ნაეკლესიარის აღმოსავლეთით 500 მეტრში შეინიშნება კედლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004