თემურ კენკებაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თემურ კენკებაშვილი (დ. 19 ოქტომბერი, 1995) — ქართველი ისტორიკოსი. „საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების“ წევრი, ამავე საზოგადოების საქართველოს ისტორიისა და კულტურის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. იკვლევს საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიისა და წყაროთმცოდნეობის პრობლემებს. აგრეთვე ქვემო ქართლის ისტორიულ გეოგრაფიას, საქართველოს ეკლესიის ისტორიას, საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხებს. არის ოცამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

სწავლობდა ინფორმაციული კვლევებისა და ანალიზის ცენტრში. დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი.

თემურ კენკებაშვილი 12-13 წლის ასაკიდან შეისწავლის საქართველოს ისტორიის აქტუალურ პრობლემებს. იგი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თავისი გამოკვლევით, რომელიც თამარ მეფის გარდაცვალების თარიღსა და მისი საფლავის ადგილმდებარეობას ეხებოდა.

იყო „საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერებათა საზოგადოების“ საქართველოს ისტორიისა და კულტურის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, „სამართლის თაობის“ თანამშრომელი, „ამერიკული აკადემიის“ ტრენერი, შპს „ორიენტირისა“ და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების“ აკადემიის ლექტორი. ამჟამად, არის კომპანია „სვეტის“ პიარ-მენეჯერი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გარდაცვალება და დაკრძალვა თამარ მეფისა, თბილისი, უნივერსალი, 2010;
  • კოჯრის ისტორია, - თბილისი, უნივერსალი, 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]