თემისტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თემისტო
სქესი: მდედრობითი
მამა: Hypseus
დედა: Chlidanope
მეუღლე: ათამანტი
შვილები: Ptous[1] , Leucon[1] , Schoeneus[1] , ერითრიოსი[1] , Eurycleia, Leuconoe და Erythroe

თემისტო (ძვ. ბერძნ. Θεμιστώ) — ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი. ჰიპსევსკის ასული; გმირ ათამანტის ცოლი; ორქომენეს, ერითრიოსის და სხვათა დედა.

ათამანტემ იმიტომ ითხოვა, რომ პირველი ცოლი ინო მკვდარი ეგონა. მერე გაიგო, რომ ინო ბაკქელ ქალებთან ერთად დაეხეტებე პარნასის ტყე-ღრეში, ფარულად შინ დააბრუნა და მხევლად გაასაღა. თემისტომ მისი 6 შვილის თავიდან მოცილება განიზრახა, მონა-ქალი იხმო და უბრძანა ინოს ქალები შავად შემოსე, ჩემი თეთრადო. მხევალმა — ეს იყო ინო — პირიქით გააკეთა. თემისტომ შეცდომით თავისივე შვილები დახოცა და როცა გაიგო რაც ჩაიდინა, შვილებს ზედ დააკვდა.

თემისტოს სახელს ატარებს პლანეტა იუპიტერის თანამგზავრი თემისტო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983. — გვ. 204.
  • აპოლოდ. მითოლოგიური ბიბლიოთეკა I 9, 2

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]