თეიმურაზ ჭანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თეიმურაზ გიორგის ძე ჭანიშვილი (დ. 17 ივნისი 1924, თბილისი — გ. 2007) — ქართველი მიკრობიოლოგი-ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984).

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წ. მოღვაწეობდა ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, გენეტიკოსთა და სელექციონერთა საზოგადოებაში და სხვ. 1970 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის კათედრა, რომელსაც 1976 წლამდე ხელმძღვანელობდა. სწავლობდა პათოგენური და პირობით პათოგენური ბაქტერიების, ბაქტერიოფაგების ბიოლოგიას, გენეტიკას, მოლეკულურ ორგანიზაციას; შექმნა ზოგიერთი ბაქტერიოფაგის სამკურნალო და სადიაგნოსტიკო პრეპარატი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]