თედელეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თედელეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა საჩხერის მუნიციპალიტეტის[1] სოფელ თედელეთში, ბორის თანდელოვის კარ-მიდამოში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნაგებობის გეგმა იკითხება ფრაგმენტულად. შემორჩენილია საკურთხევლის ერთი მეტრის სიმაღლეზე. ნაგებია კარგად დამუშავებული შირიმის ქვით. შეინიშნება დუღაბის კვალი. ეკლესიის დანარჩენი ნაწილი დანგრეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, გვ. 641, თბ., 2014 წელი.