შინაარსზე გადასვლა

თბილისო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„თბილისო“
სიმღერაორერა
ენა ქართული
გამოსვლის თარიღი 1959
ავტორ(ებ)ი პეტრე გრუზინსკი
კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე

თბილისო — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული სიმღერა.

მელოდიის ავტორია რევაზ ლაღიძე, ტექსტის ავტორი პეტრე გრუზინსკი. სიმღერა დაიწერა 1959 წელს ფილმისათვის, რომელიც თბილისის 1 500 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

1974 წელს ცნობილმა საბჭოთა ხმის ჩამწერმა სტუდიამ „მელოდიამ“ გამოუშვა ორი გრამფირფიტა ანსამბლ „ორერას“ შესრულებით, რომელშიც შევიდა სიმღერა „თბილისო“[1]. ამის შემდეგ სიმღერა იქცა საკავშირო შლიაგერად. 1976 წელს ნანი ბრეგვაძემ იგი შეასრულა ფესტივალზე „სიმღერა-76“.

ნეტავ სად არის კიდევ ცა,
უძიროდ ლურჯი, ხალასი,
სწორედ ისეთი, როგორც შენია.
ნაიარევი წარსულის,
ნანგრევი ნარიყალასი,
ჭაღარასავით შემოგრჩენია.

თბილისო - მზის და ვარდების მხარეო,
უშენოდ - სიცოცხლეც არ მინდა,
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი,
სად არის ჭაღარა მთაწმინდა.

ჩაივლი მტკვართან ხეივანს
და გაზაფხულის მაყრები
მეგებებიან მწვანე ჭადრები.
აქ არ იმღერო, ძნელია,
აქ ხომ ფოთლებიც მღერიან
და ცაც ფირუზზე ლურჯი ფერია.

თბილისო - მზის და ვარდების მხარეო,
უშენოდ - სიცოცხლეც არ მინდა,
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი,
სად არის ჭაღარა მთაწმინდა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]