თარგი:დღის სტატია:10-10

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუატიეს ბრძოლა
პუატიეს ბრძოლა

პუატიეს ბრძოლა, ტურის ბრძოლა — ბრძოლა ფრანკებსა და არაბებს შორის. გაიმართა 732 წლის 10 ოქტომბერს, ქალაქ ტურთან ახლოს, ფრანკების იმპერიის და აკვიტანიის საზღვართან ახლოს.

ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ ავსტრაზიის და ნეისტრიის მაიორდომი კარლოს მარტელი და ომაიანების სახალიფოს ალ-ანდალუზიის გენერალ-გუბერნატორი აბდურ რაჰმან იბნ-აბდალაჰი.

ბრძოლა დამთავრდა ფრანკების გადამწყვეტი გამარჯვებით. აბდურ რაჰმან იბნ-აბდალაჰი დაიღუპა ბრძოლის ველზე, ხოლო კარლოს მარტელის ძალაუფლება გავრცელდა უფრო სამხრეთით.

პუატიეს ბრძოლის შედეგად შეჩერდა არაბების დაპყრობები ევროპის მიმართულებით.