თარგი:დღის სტატია:09-21

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის დროშა
საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის დროშა

საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა ფრანგი ხალხის მიერ განხორციელებული საფრანგეთის რევოლუციის მონაპოვარი იყო. 1792 წლის 21 სექტემბერს ეროვნული კონვენტის მიერ მონარქია გაუქმებულად, მეორე დღეს კი, საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. ეს მოვლენა ევროპაში რესპუბლიკური იდეის აღორძინების დასაწყისად იქცა. დამკვიდრდა წელთაღრიცხვის ახალი სისტემა ე. წ. საფრანგეთის რევოლუციის კალენდარი სადაც ყველა თვეს სახელი შეეცვალა, ხოლო 1792 პირველ წლად გამოცხადდა.

არსებობის მანძილზე, პირველმა რესპუბლიკამ მმართველობის სამი ფორმა გაიარა: ეროვნული კონვენტი (1792-1795 წწ.), აღმასრულებელი დირექტორია (1795-1799 წწ.) და კონსულატი.